პროექტის შესახებ

თანამედროვე სამყაროში, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ინფორმაციის ნაკადი მუდამ იზრდება. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა სასკოლო ასაკიდანვე ისწავლონ ინფორმაციის ანალიზი, შეძლონ პირადი ინფორმაციის, სოციალური, ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა, განივითარონ კრიტიკული აზროვნების უნარი, ასევე, თავად შეძლონ ელექტრონული რესურსების შექმნა, რომლებიც მათ თანატოლებსა და ზრდასრულებს ციფრულ სამყაროში ნავიგაციაში ან პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

როგორ გამოიყენო ვებგვერდი?

უყურეთ ვიდეოს

ვიდეო ლექციები

ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასოდ, დამოუკიდებლად შეისწავლოს სასურველი მიმართულება. გაიცნოს ისეთ საკითხებს, როგორიც არის ციფრული მოქალაქეობა, კიბერუსაფრთხოება, კიბერბულინგი, ფინანსური წიგნიერება, კიბერჰიგიენა და სხვა.

იხილეთ ვრცლად

ონლაინკურსები

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ისეთ თანამედროვე პროფესიების საფუძვლებს, როგორიც არის ვებდიზაინი, თამაშების დეველოპმენტი და მობილური აპლიკაციების შექმნა.

იხილეთ ვრცლად

პროექტების ლაბორატორია

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები იმუშავებენ პროექტებზე ბრიფების მიხედვით. ბრიფთან მუშაობა მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს ერთი მხრივ იმის ნაცვლად რომ მასწავლებლის მიერ მიწოდებულ ინსტრუქციას მიყვეს, მრავალმხრივ გაიაზროს შესასრულებელი სამუშაო.

იხილეთ ვრცლად

საზაფხულო ონლაინსკოლა

საზაფხულო ონლაინსკოლის მიზანია გააცნოს ახალგაზრდებს სამოქალაქო განათლებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხებ და თუ როგორ შეიძლება ელექტრონული რესურსების, კომპიუტერული თამაშებისა და მობილური აპლიკაციების შექმნა.

იხილეთ ვრცლად

ჰაკათონი

პროგრამის განმავლობაში მონაწილეები 3 დღის განმავლობაში იმუშავებენ კონკრეტულ გადაწყვეტებსა და ინოვაციურ მიდგომებზე მენტორებისა და ტრენერების დახმარებით და კონსულტაციებით.

იხილეთ ვრცლად

მასწავლებლების ტექნოლოგიური ტრენინგი

პროგრამის მიზანია, სამოქალაქო განათლების პედაგოგების აღჭურვა ისეთი უნარებით, რომლებიც მათ დაეხმარება ციფრული ტექნოლოგიების და ინტერნეტის უსაფრთხო, პასუხისმგებლობიან და ეფექტურ გამოყენებაში.

იხილეთ ვრცლად

ვებგვერდი შეიქმნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას.

პროგრამაში მონაწილეობს 650 სკოლა საქართველოს მასშტაბით და მასში ჩართულები არიან მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები, პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ერთ-ერთი პარტნიორია ჯეოლაბი, ტექნოლოგიურ კომპონენტში.

სამოქალაქო განათლების რესურსები სამოქალაქო განათლების რესურსები კურსები სამოქალაქო განათლებისათვის კურსები სამოქალაქო განათლებისათვის ტექნოლოგიები სამოქალაქო განათლებისათვის ტექნოლოგიები სამოქალაქო განათლებისათვის სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ტექნოლოგიების დანერგვა სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში.

იხილეთ ვებგვერდი