- სასწავლო მიმართულებებია:
ონლაინკურსები სამი მიმართულებით
ვებდიზაინი - კურსის ფარგლებში, მსმენელები შეისწავლიან დიზაინის შემუშავების პრინციპებს და ონლაინპლატფორმის Figma-ს საშუალებით ვებდიზაინის შემუშავებას. კურსის ბოლოს კი იმუშავებენ ფინალურ პროექტებზე.
თამაშების დეველოპმენტი - კურსის ფარგლებში, მსმენელები შეისწავლიან პროგრამირების ენა C#-ს და მისი დახმარებით Unity-ში კომპიუტერული თამაშების აწყობას, ასევე, თანამედროვე კომპიუტერული თამაშების მუშაობის პრინციპებს. კურსის ბოლოს კი იმუშავებენ ფინალურ პროექტებზე.
მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი - კურსის გავლისას მსმენელები შეისწავლიან პროგრამირების საწყის კონცეპტებსა და მობილური აპლიკაციების იმ ელემენტების შექმნას, რომლებიც ხშირად გვხვდება თანამედროვე აპლიკაციებში. კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს შეეძლებათ.
საზაფხულო ონლაინსკოლა
საზაფხულო ონლაინსკოლის მიზანია ერთი მხრივ გააცნოს ახალგაზრდებს სამოქალაქო განათლებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მეორე მხრივ კი დაანახოს, ასწავლოს როგორ შეიძლება ისეთი ელექტრონული რესურსების, კომპიუტერული თამაშებისა და მობილური აპლიკაციების შექმნა, რომლებიც მათ თანატოლებსა და უფროსებს სხვადასხვა პროექტების განხორციელებასა და საგანამანათლებლო რესურსების შექმნაში დაეხმარება.
პროექტების ლაბორატორია სამი მიმართულებით:
ვებდიზაინი, თამაშების დეველოპმენტი და მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები იმუშავებენ პროექტებზე, ბრიფებისა და ტექნიკური დავალებების მიხედვით.
ჰაკათონი
პროგრამის განმავლობაში მონაწილეები 3 დღის განმავლობაში იმუშავებენ კონკრეტულ გადაწყვეტებსა და ინოვაციურ მიდგომებზე მენტორებისა და ტრენერების დახმარებით და კონსულტაციებით.
კურსების გავლა შეუძლიათ მხოლოდ სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული სკოლების მოსწავლეებს, ( მათ ვინც ინფორმაცია მიიღეს მასწავლებლისგან, სკოლისგან ) რეგისტრირებული მოსწავლეების მონაცემების გადამოწმება მოხდება სკოლებთან.
სკოლის მოსწავლეების განსაზღვრული ასაკი: მე-7 - მე-12 კლასელები (12 -18 წელი)
მონაწილეების შერჩევა ხდება სამი კრიტერიუმის მიხედვით: კვოტირება რეგიონების მიხედვით, 11 რეგიონი (აჭარა, გურია, თბილისი, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი) რეგისტრაციის რიგითობა, შესრულებული დავალება და მოტივაცია.
სარეგისტრაციო ფორმის შევსებამდე, მოსწავლეები ასრულებენ დავალებას და შემდეგ ავსებენ ფორმაში მოცემულ ველებს და ტვირთავენ შესრულებულ დავალებას ფორმაშივე.
ლექციებს ატარებენ გამოცდილი ლექტორები, რომლებიც იმ სფეროს სფეროს პროფესიონალები არიან რომელ კურსსაც ატარებენ. ყველა მათგანი პრაქტიკოსია, ასწავლის იმას რისი არა მარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული გამოცდილებაც გააჩნია. ციფრული მოქალაქეობის მიმართულებით ლექციებს ატარებენ სფეროს გამოცდილი, პროფესიონალი ექსპერტები
ლექციები ტარდება ონლაინ კურსებზე კვირაში 2 დღე 2 საათი, რეგისტრაციის მიმდინარეობისას, სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულია კონკრეტულ კურსზე სალექციო დღეები და საათები.
საზაფხულო ონლაინსკოლა არის ერთ კვირიანი, ლექციები ტარდება ყოველდღე, დღეში ორი სესია 2 საათიანი, ჯამში დღეში 4 საათი.
პროექტების ლაბორატორიის მიმდინარეობისას კვირაში 2 დღე 2 საათი, რეგისტრაციის მიმდინარეობისას, სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულია კონკრეტულ კურსზე სალექციო დღეები და საათები.
ჰაკათონი ტარდება 3 დღის განმავლობაში, პარასკევი-შაბათი-კვირა, ინტენსიური ჩართულობით, ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაოებით.
ლექციები ტარდება ონლაინ Google meet-ში (ჯეოლაბი უზრუნველყოფს, სასწავლო პროცესის განმავლობაში მონაწილეებისთვის შესაბამისი განრიგის და ბმულების მიწოდებას)
სერტიფიკატს მიიღებენ ის მოსწავლეები, რომლებსაც შესრულებული ექნებათ ფინალური პროექტი, ასევე კურსის განმავლობაში შესრულებული ექნებათ საშინაო დავალებები.
კურსი არის სრულიად უფასო ყველა მონაწილისათვის.
ონლაინკურსების ხანგრძლიოვობაა 3 თვე, სამი თვის განმავლობაში ტარდება კვირაში 2 ლექცია, 2 საათიანი, სულ ტარდება 20 ლექცია 40 საათი.
საზაფხულო ონლაინსკოლის ხანგრძლივობაა 1 კვირა, ლექციები ტარდება ყოველდღე ერთი კვირის განმავლობაში, დღეში ორი სესია 2 საათიანი, ჯამში დღეში 4 საათი.
პროექტების ლაბორატორიის ხანგრძლივობაა 3 თვე, სამი თვის განმავლობაში ტარდება კვირაში 2 ლექცია, 2 საათიანი, სულ ტარდება 20 ლექცია 40 საათი.
ჰაკათონის ხანგრძლივობაა 3 დღე, პარასკევი-შაბათი-კვირა, ინტენსიური ჩართულობით, ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაოებით.
დიახ, საჭიროა გქონდეთ წვდომა ინტერნეტთან და საშუალო სიმძლავრის კომპიუტერი (Operating Systems: Windows 10 or later (64-bit), x86-64 based.), რომელზეც შეძლებთ სარეგისტრაციო ფორმაში მოცემული მისაღები დავალების შესრულებას.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ სასწავლო კურსის კოორდინატორს
ელფოსტა: education@geolab.edu.ge