background

მიმდინარე აქტივობები

ჰაკათონი

სამოქალაქო განათლების ჰაკათონი

რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩენილია:
2024-11-11 05:00:00
რეგისტრაცია აქტივობაზე
ვიდეო ლექციები

“თამაშების დეველოპმენტი Unity”

ნახვა
ვიდეო ლექციები

“მობილური აპლიკაციები Flutter ”

ნახვა
ვიდეო ლექციები

საზაფხულო ონლაინსკოლა “ციფრული მოქალაქეობა”

ნახვა
ვიდეო ლექციები

“ვებდიზაინი Figma”

ნახვა

აქტივობები

ვიდეო ლექციები

ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასოდ, დამოუკიდებლად შეისწავლოს სასურველი მიმართულება. გაიცნოს ისეთ საკითხებს, როგორიც არის ციფრული მოქალაქეობა, კიბერუსაფრთხოება, კიბერბულინგი, ფინანსური წიგნიერება, კიბერჰიგიენა და სხვა.

აქტივობის ნახვა

ონლაინკურსები

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ისეთ თანამედროვე პროფესიების საფუძვლებს, როგორიც არის ვებდიზაინი, თამაშების დეველოპმენტი და მობილური აპლიკაციების შექმნა.

აქტივობის ნახვა

პროექტების ლაბორატორია

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები იმუშავებენ პროექტებზე ბრიფების მიხედვით. ბრიფთან მუშაობა მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს ერთი მხრივ იმის ნაცვლად რომ მასწავლებლის მიერ მიწოდებულ ინსტრუქციას მიყვეს, მრავალმხრივ გაიაზროს შესასრულებელი სამუშაო.

აქტივობის ნახვა

საზაფხულო ონლაინსკოლა

საზაფხულო ონლაინსკოლის მიზანია გააცნოს ახალგაზრდებს სამოქალაქო განათლებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხებ და თუ როგორ შეიძლება ელექტრონული რესურსების, კომპიუტერული თამაშებისა და მობილური აპლიკაციების შექმნა.

აქტივობის ნახვა

ჰაკათონი

პროგრამის განმავლობაში მონაწილეები 3 დღის განმავლობაში იმუშავებენ კონკრეტულ გადაწყვეტებსა და ინოვაციურ მიდგომებზე მენტორებისა და ტრენერების დახმარებით და კონსულტაციებით.

აქტივობის ნახვა

მასწავლებლების ტექნოლოგიური ტრენინგი

პროგრამის მიზანია, სამოქალაქო განათლების პედაგოგების აღჭურვა ისეთი უნარებით, რომლებიც მათ დაეხმარება ციფრული ტექნოლოგიების და ინტერნეტის უსაფრთხო, პასუხისმგებლობიან და ეფექტურ გამოყენებაში.

აქტივობის ნახვა
img img img

როგორ გამოიყენო ვებგვერდი?

უყურე მოკლე ვიდეო ინსტრუქციებს თუ როგორ გამოყენო ვებგევრდი.

როგორ გამოიყენო ვებგვერდი?

უყურე მოკლე ვიდეო ინსტრუქციებს თუ როგორ გამოყენო ვებგევრდი.

  • როგორ გამოვიყენო ვებგვერდი?
  • როგორ დავრეგისტრირდე?
  • როგორ მივიღო მონაწილეობა აქტივობაში?
  • როგორ ვნახო ონლაინ რესურსები?
უყურეთ ვიდეოს

ხშირად დასმული კითხვები

- სასწავლო მიმართულებებია:

ონლაინკურსები სამი მიმართულებით

ვებდიზაინი - კურსის ფარგლებში, მსმენელები შეისწავლიან დიზაინის შემუშავების პრინციპებს და ონლაინპლატფორმის Figma-ს საშუალებით ვებდიზაინის შემუშავებას. კურსის ბოლოს კი იმუშავებენ ფინალურ პროექტებზე.

თამაშების დეველოპმენტი - კურსის ფარგლებში, მსმენელები შეისწავლიან პროგრამირების ენა C#-ს და მისი დახმარებით Unity-ში კომპიუტერული თამაშების აწყობას, ასევე, თანამედროვე კომპიუტერული თამაშების მუშაობის პრინციპებს. კურსის ბოლოს კი იმუშავებენ ფინალურ პროექტებზე.

მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი - კურსის გავლისას მსმენელები შეისწავლიან პროგრამირების საწყის კონცეპტებსა და მობილური აპლიკაციების იმ ელემენტების შექმნას, რომლებიც ხშირად გვხვდება თანამედროვე აპლიკაციებში. კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს შეეძლებათ.

საზაფხულო ონლაინსკოლა

საზაფხულო ონლაინსკოლის მიზანია ერთი მხრივ გააცნოს ახალგაზრდებს სამოქალაქო განათლებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მეორე მხრივ კი დაანახოს, ასწავლოს როგორ შეიძლება ისეთი ელექტრონული რესურსების, კომპიუტერული თამაშებისა და მობილური აპლიკაციების შექმნა, რომლებიც მათ თანატოლებსა და უფროსებს სხვადასხვა პროექტების განხორციელებასა და საგანამანათლებლო რესურსების შექმნაში დაეხმარება.

პროექტების ლაბორატორია სამი მიმართულებით:

ვებდიზაინი, თამაშების დეველოპმენტი და მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები იმუშავებენ პროექტებზე, ბრიფებისა და ტექნიკური დავალებების მიხედვით.

ჰაკათონი

პროგრამის განმავლობაში მონაწილეები 3 დღის განმავლობაში იმუშავებენ კონკრეტულ გადაწყვეტებსა და ინოვაციურ მიდგომებზე მენტორებისა და ტრენერების დახმარებით და კონსულტაციებით.

კურსების გავლა შეუძლიათ მხოლოდ სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული სკოლების მოსწავლეებს, ( მათ ვინც ინფორმაცია მიიღეს მასწავლებლისგან, სკოლისგან ) რეგისტრირებული მოსწავლეების მონაცემების გადამოწმება მოხდება სკოლებთან.

სკოლის მოსწავლეების განსაზღვრული ასაკი: მე-7 - მე-12 კლასელები (12 -18 წელი)

მონაწილეების შერჩევა ხდება სამი კრიტერიუმის მიხედვით: კვოტირება რეგიონების მიხედვით, 11 რეგიონი (აჭარა, გურია, თბილისი, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი) რეგისტრაციის რიგითობა, შესრულებული დავალება და მოტივაცია.

სარეგისტრაციო ფორმის შევსებამდე, მოსწავლეები ასრულებენ დავალებას და შემდეგ ავსებენ ფორმაში მოცემულ ველებს და ტვირთავენ შესრულებულ დავალებას ფორმაშივე.

ლექციებს ატარებენ გამოცდილი ლექტორები, რომლებიც იმ სფეროს სფეროს პროფესიონალები არიან რომელ კურსსაც ატარებენ. ყველა მათგანი პრაქტიკოსია, ასწავლის იმას რისი არა მარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული გამოცდილებაც გააჩნია. ციფრული მოქალაქეობის მიმართულებით ლექციებს ატარებენ სფეროს გამოცდილი, პროფესიონალი ექსპერტები

სრული სიის ნახვა
img img

პროექტის შესახებ

თანამედროვე სამყაროში, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ინფორმაციის ნაკადი მუდამ იზრდება. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა სასკოლო ასაკიდანვე ისწავლონ ინფორმაციის ანალიზი, შეძლონ პირადი ინფორმაციის, სოციალური, ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა, განივითარონ კრიტიკული აზროვნების უნარი, ასევე, თავად შეძლონ ელექტრონული რესურსების შექმნა, რომლებიც მათ თანატოლებსა და ზრდასრულებს ციფრულ სამყაროში ნავიგაციაში ან პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

იხილეთ ვრცლად
about
img img img

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ტექნოლოგიების დანერგვა სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში..

იხილეთ ვებგვერდი