background

ლაბორატორია

course image

პროექტების ლაბორატორია - თამაშების დეველოპმენტი Unity

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები იმუშავებენ პროექტებზე ბრიფების/ტექნიკური დოკუმენტების მიხედვით. ბრიფთან/ტექნიკურ დოკუმენტებთან მუშაობა მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს ერთი მხრივ იმის ნაცვლად რომ მასწავლებლის მიერ მიწოდებულ ინსტრუქციას მიყვეს, მრავალმხრივ გაიაზროს შესასრულებელი სამუშაო.

შეხედოს მას როგორც გამოწვევას, პრობლემას რომლის გადაჭრის გზა თავად უნდა მოიძიოს. მეორე მხრივ კი უბიძგოს რომ თავად მოიფიქროს, თავად შეიმუშავოს განხორციელების საკუთარი გზა.

ბრიფი ეხმარება ამა თუ იმ პროექტში ჩართულ ყველა მხარეს ერთიანი, ერთმანეთთან შეთანხმებული წარმოდგენა ჰქონდეთ პროექტზე და პროექტის მიზანზე.

პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები იმუშავებენ პროექტებზე და შექმნიან Unity-ში კომპიუტერულ თამაშებს, პროგრამირების ენა C#-ის გამოყენებით

პროგრამის გავლის შემდეგ მოსწავლეები გაიუმჯობესებენ, როგორც C#-ისა და Unity-ის ტექნიკურ ცოდნას, ამასთანავე განივითარებენ ორგანიზებულობისა და გუნდურად მუშაობის უნარებს, მეტორისა და პროექტების მენეჯერის დახმარებით. 

გაითვალისწინეთ რომ მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია შეასრულოთ მოცემული მისაღები დავალება

დავალების შესასრულებლად იხელმძღვანელეთ მოცემული ვიდეო ინსტრუქცის მიხედვით  https://youtu.be/sEzdJkMpMEc

დავალებაში მოცემული ობიექტები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ბმულიდან


დავალების შესრულების შემდეგ გაიარეთ პროექტების ლაბორატორიაზე რეგისტრაცია უპასუხეთ კითხვებს და გამოაგზავნეთ შესრულებული დავალების ბმული.

რეგისტრაცია უნდა გაიაროთ პროექტების ლაბორატორიაზე, უნდა უპასუხოთ მოცემულ კითხვებს და გამოაგზავნოთ დავალების ბმული, იმ შემთხვევაში თუ რეგისტრაციას გაივლით მხოლოდ საიტზე და არა პროექტების ლაბორატორიაზე, თქვენი განაცხადი არ იქნება მიღებული და მონაწილეობას ვერ შეძლებთ. 

პროექტების ლაბორატორიაზე რეგისტრაციის დეტალებს გთხოვთ გაეცნოთ ვიდეო გზამკვლევის საშუალებით https://youtu.be/UXpdHundVm0

მიმდინარეობა, განრიგი და ვადები:

სალექციო დღეები:

კვირაში ტარდება 2 ლექცია (2 საათი),  სულ 20 შეხვედრა 40 საათი

  • ჯგუფი I - ორშაბათი - ხუთშაბათი 17:00 - 19:00 სთ
  • ჯგუფი II - ორშაბათი - ხუთშაბათი 19:00 - 21:00 სთ

დამატებითი შეხევდრა პროექტების მენეჯერთან - სამშაბათი 18:00 სთ.

მნიშნელოვანი თარიღები:

  • რეგისტრაციის დასაწყისი - 3 აპრილი
  • რეგისტრაციის დასასრული - 28 აპრილი
  • მონაწილეების შერჩევა - 2 მაისი
  • საინფორმაციო შეხევდრა შერჩეულ მოსწავლეებთან - 7-8-10 მაისი
  • სწავლის დაწყება - 13 მაისი
  • სწავლის დასასრული - 18 ივლისი
  • ფინალური პროექტების წარდგენა - 29 - 30 - 31 ივლისი

პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები პირობები

  • პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული სკოლების მოსწავლეებს. რეგისტრირებული მოსწავლეების მონაცემების გადამოწმება მოხდება სკოლებთან/რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაცეიბთან.
  • სკოლის მოსწავლეების განსაზღვრული ასაკი: მე-7 - მე-12 კლასელები (12 -18 წელი)
  • მონაწილეების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმის მიხედვით: რეგიონული ბალანსი, 11 რეგიონი (აჭარა, გურია, თბილისი, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი) შესრულებული დავალების ხარისხი, მოტივაცია და რეგისტრაციის რიგითობა.
  • მნიშვნელოვანია გქონდეთ წვდომა ინტერნეტთან და საშუალო სიმძლავრის კომპიუტერი (Operating Systems: Windows 10 or later (64-bit), x86-64 based.), რომელზეც შეძლებთ ფორმაში მოცემული დავალების შესრულებას.

პროგრამა არის სრულად დაფინანსებული, არის უფასო მოსწავლეებისთვის.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ რეგისტრაციის ინსტრუქციას

  1. თავდაპირველად გაიარეთ რეგისტრაცია ვებგვედზე, შექმენით თქვენი პროფილი (იმ შემთხვევაში თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, თქვენი იუზერით და პაროლით შედით სისტემაში),
  2. ვერიფიკაციისა და ავტორიაზაციის შემდეგ კი გაიარეთ რეგისტრაცცია სასურველი მიმართულების ლაბორატორიაზე - უპასუხეთ მოცემულ კითხვებს და გამოაგზავნეთ შესრულებული დავალება.

ვებგვერდზე რეგისტრაციისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დაიხმარეთ ვიდეო ინსტრუქცია https://youtu.be/KtRdbk38C_g?feature=shared

რეგისტრაცია დასრულებულია, მომდევნო მიღება გამოცხადდება 2025 წლის აპრილში.

 

ლექტორი:

ლექტორი
ცოტნე დევდარიანი
დეველოპერი

აქტივობის ხანგრძლივობა

3 თვე

ჩატარების ადგილი:

Online, Google Meet