background

საზაფხულო ონლაინსკოლა

საზაფხულო ონლაინსკოლა "ციფრული მოქალაქეობა და ტექნოლოგიების საწყისები (თამაშების დეველოპმენტი)"

საზაფხულო ონლაინსკოლის მიზანია ერთი მხრივ გააცნოს ახალგაზრდებს სამოქალაქო განათლებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მეორე მხრივ კი დაანახოს, ასწავლოს როგორ შეიძლება ისეთი ელექტრონული რესურსების, კომპიუტერული თამაშებისა და მობილური აპლიკაციების შექმნა, რომლებიც მათ თანატოლებსა და უფროსებს სხვადასხვა პროექტების განხორციელებასა და საგანმანათლებლო რესურსების შექმნაში დაეხმარება.

პროგრამის ფარგლებში მოსწავლეების მისაღწევი შედეგები:

  • ციფრული მოქალაქეობის საფუძვლების შესწავლა
  • მედიაწიგნიერებისა და ინფორმაციული წიგნიერების საფუძვლების დაუფლება
  • კიბერცნობიერების ამაღლება
  • კიბერსაფრთხეების იდენტიფიცირება და მათთან გამკლავება
  • სამომხმარებლო და ფინანსური ცნობიერების ამაღლება
  • თამაშების დეველოპმენტის საწყისების დაუფლება ციფრული მოქალაქეობის ხელშესაწყობად
  • მობილური აპლიკაციების შექმნის საწყისების დაუფლება ციფრული მოქალაქეობის ხელშესაწყობად
  • ვებდიზაინის საწყისების დაუფლება ციფრული მოქალაქეობის ხელშესაწყობად.

დასრულების თარიღი

29 ივლისი, 2023

ჩატარების ადგილი:

ონლაინ, Google Meet