საზაფხულო ონლაინსკოლა - "ციფრული მოქალაქეობა და ტექნოლოგიების საწყისები"
საზაფხულო ონლაინსკოლის მიზანია ერთი მხრივ გააცნოს ახალგაზრდებს სამოქალაქო განათლებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მეორე მხრივ კი დაანახოს, ასწავლოს როგორ შეიძლება ისეთი ელექტრონული რესურსების, კომპიუტერული თამაშებისა და მობილური აპლიკაციების შექმნა, რომლებიც მათ თანატოლებსა და უფროსებს სხვადასხვა პროექტების განხორციელებასა და საგანმანათლებლო რესურსების შექმნაში დაეხმარება.
- პროგრამის ფარგლებში მოსწავლეების შეისწავლიან ციფრული მოქალაქეობის საფუძვლებს;
- დაეუფლებიან მედიაწიგნიერებისა და ინფორმაციული წიგნიერების საფუძვლებს;
- აიმაღლებენ კიბერცნობიერებას;
- ისწავლიან კიბერსაფრთხეების იდენტიფიცირებასა და მათთან გამკლავებას;
- აიმაღლებენ სამომხმარებლო და ფინანსური ცნობიერებას
რეგისტრაცია უნდა გაიაროთ საზაფხულო ონლაინსკოლაზე, უნდა უპასუხოთ მოცემულ კითხვებს. იმ შემთხვევაში თუ რეგისტრაციას გაივლით მხოლოდ საიტზე და არა საზაფხულო ონლაინსკოლაზე, თქვენი განაცხადი არ იქნება მიღებული და მონაწილეობას ვერ შეძლებთ.
ლექციების განრიგი:
ნაკადი I - 15 ივლისი - 20 ივლისი
სესიების განრიგი - ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით (ორი ლექცია ჩატარდება შაბათს და კვირას )
- ლექცია პირველი 15:00 - 17:00 სთ.
- ლექცია მეორე 19:00 - 21:00 სთ
ნაკადი II - 22 ივლისი - 27 ივლისი
სესიების განრიგი - ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით (ორი ლექცია ჩატარდება შაბათს და კვირას )
- ლექცია პირველი 15:00 - 17:00 სთ.
- ლექცია მეორე 19:00 - 21:00 სთ
მნიშნელოვანი თარიღები:
- რეგისტრაციის დასაწყისი - 11 ივნისი
- რეგისტრაციის დასასრული - 30 ივნისი
- მონაწილეების შერჩევა - 7 ივლისი
- საინფორმაციო შეხევდრა შერჩეულ მოსწავლეებთან - 8 - 12 ივლისი
- სწავლის დაწყება - ნაკადი I - 15 ივლისი
- სწავლის დაწყება - ნაკადი II - 22 ივლისი
- ფინალური პროექტების წარდგენა - 2 და 9 აგვისტო
პრორგამის გავლის კრიტერიუმები პირობები
- პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული სკოლების მოსწავლეებს. რეგისტრირებული მოსწავლეების მონაცემების გადამოწმება მოხდება სკოლებთან/რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაცეიბთან.
- სკოლის მოსწავლეების განსაზღვრული ასაკი: მე-7 - მე-12 კლასელები (12 -18 წელი)
- მონაწილეების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმის მიხედვით: რეგიონული ბალანსი, 11 რეგიონი (აჭარა, გურია, თბილისი, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი) მოტივაცია და რეგისტრაციის რიგითობა.
- მნიშვნელოვანია გქონდეთ წვდომა ინტერნეტთან და საშუალო სიმძლავრის კომპიუტერი (Operating Systems: Windows 10 or later (64-bit), x86-64 based.), რომელზეც შეძლებთ ფორმაში მოცემული დავალების შესრულებას.
პროგრამა არის სრულად დაფინანსებული, არის უფასო მოსწავლეებისთვის.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ რეგისტრაციის ინსტრუქციას
- თავდაპირველად გაიარეთ რეგისტრაცია ვებგვედზე, შექმენით თქვენი პროფილი (იმ შემთხვევაში თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, თქვენი იუზერით და პაროლით შედით სისტემაში),
- ვერიფიკაციისა და ავტორიაზაციის შემდეგ კი გაიარეთ რეგისტრაცცია სასურველი მიმართულების ონლაინსკოლაზე - უპასუხეთ მოცემულ კითხვებს და გამოაგზავნეთ.
ვებგვერდზე რეგისტრაციისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დაიხმარეთ ვიდეო ინსტრუქცია https://youtu.be/KtRdbk38C_g?feature=shared
რეგისტრაცია დასრულებულია, მომდევნო მიღება გამოცხადდება 2025 წლის ზაფხულში.