background

ჰაკათონი

course image

სამოქალაქო განათლების ჰაკათონი

რა არის ჰაკათონი

ჰაკათონი თანამედროვე ახალგაზრდული კულტურის ნაწილია. ეს არის ერთგვარი შეჯიბრება, მარათონი, რომლის მონაწილეებიც ინოვაციურ, ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროექტების შემუშავებაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. ჰაკათონი, როგორც წესი 48 საათი გრძელდება. ამ დროის განმავლობაში შეუძლებელია ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროექტის სრულად განხორციელება. ამიტომ, ჰაკათონში მონაწილე გუნდები საკუთარი პროექტის იდეაზე და პროექტის პროტოტიპზე მუშაობენ. ეს შეიძლება იყო მობილური აპლიკაციის, კომპიუტერული თამაშის, ვებგვერდის იდეა და სხვა. ჰაკათონის მონაწილეები ჟიურის წინაშე საკუთარი პროექტის მუშა პროტოტიპით უნდა წარადგენენ.

პროტოტიპში კომპიუტერული ტექნოლოგიების საშუალებით დამზადებული ელექტრონული რესურსი იგულისხმება. ელექტრონული რესურსი რომელზე მუშაობაც, მართალია, ბოლომდე არ არის დასრულებული, მაგრამ მისი დემონსტრირებაც უკვე შესაძლებელია. რესურსი რომელშიც ფუნქციონალის მინიმალური ნაწილი მუშაობს ჟიურის შესაძლებლობას მიცემს, შეაფასოს არა მარტო იდეა, არამედ ისიც, თუ რამდენად შეძლებს გამარჯვებული პროექტის სრულად განხორციელებას. 

ჰაკათონი, როგორც წესი, გარკვეული თემის წინასწარ განსაზღვრული იდეის ირგვლივ იმართება. ჰაკათონის მონაწილეებს პროექტის იდეაზე და პროტოტიპზე  მუშაობისას მენტორები ეხმარებიან. ჰაკათონის მენტორები განრიგით გათვალისწინებულ დროის მონაკვეთებში ხვდებიან მონაწილეებს. ამ შეხვედრების, ე.წ. ჩექფოინთების დროს, მენტორები მონაწილეთა მიერ ჩატარებულ სამუშაოს ეცნობიან, აფიქსირებენ გუნდების პროგრესს, აძლევენ რჩევებს და საჭიროების შესაბამისად ეხმარებიან მათ. 

სამოქალაქო განათლების ჰაკათონი

ჰაკათონის მთავარი თემა სოციალურ ინოვაციებთან არის დაკავშირებული. მონაწილეებმა უნდა შეიმუშაონ მობილური აპლიკაციის, კომპიუტერული თამაშის, ვებგვერდის ან სხვა ელექტრონული რესურსის პროტოტიპი, ანუ ისეთი ელექტრონული რესურსის იდეა და ნაწილობრივ მაინც მომუშავე ვერსია, რომელიც დაეხმარება ადამიანებს მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემების ირგვლივ გაერთიანდნენ, გააზიარონ საკუთარი ცოდნა და გამოცდიელბა, უკეთესობისაკენ შეცვალონ გარემო რომელშიც ისინი ცხოვრობენ.

გთავაზობთ რამდენიმე პროექტის იდეას:

განათლება

შეიმუშავეთ ინკლუზიური ონლაინ სასწავლო პლატფორმა, რომელიც ითვალისწინებს სწავლის განსხვავებულ შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა მოსწავლისათვის;

ფინანსური წიგნიერება

შექმენით ინტერაქტიული ონლაინ რესურსი ან თამაში, რომელიც მიაწვდის სკოლის მოსწავლეებს ინფორმაციას, გაუღრმავებს ცოდნას ბიუჯეტირების, დაზოგვის, ფინანსური დაგეგმვის შესახებ; უსაფრთხო ბანკინგის ან ონლაინვაჭრობის შესახებ. 

ნარჩენების გადამუშავება

შეიმუშავეთ აპლიკაცია ან ვებგვერდი, რომელიც წაახალისებს ნარჩენების გადამუშავებას, შესთავაზებს ფასდაკლებებს და ჯილდოებს იმ მომხმარებლებს, რომლებიც სწორად გადაამუშავებენ ნარჩენებს, ასევე მათ, რომლებიც დაიცავენ გარემოს.

ეკომეგობრული გადაწყვეტილებები

შექმენით პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ეკომეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაციას. მაგალითად ველოსიპედისა და სხვა ჯანსაღი ტრანსპორტის გაქირავებას ან გაზიარებას; ხელს შეუწყობს ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებას.

საკვები ნარჩენების შემცირება

შექმენით აპლიკაცია, რომელიც დააკავშირებს ადგილობრივ რესტორნებს, სასურსათო მაღაზიებსა და სხვადასხვა კვების ობიექტებს, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი საკვების ნარჩენები. მაგალითად, დარჩენილი საკვების ფერმერებისათვის ან ისეთი საწარმოებისათვის გადაცემა, რომლებიც ბიოლოგიურ ნარჩენებს გადაამუშავებენ.

კიბერბულლინგის პრობლემასთან ბრძოლა

შექმენით მობილური აპლიკაცია, ან ვებგვერდი, რომელიც მიაწვდის მოსწავლეებს ინფორმაციას კიბერბულინგთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს მოსწავლეებს საგანმანათლებლო რესურსებით და გაზრდის მათ ცნობიერებას, ასევე დაეხმარება მიმართვიანობას.

საჯარო სივრცეების ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის

შეიმუშავეთ აპლიკაცია, ან ვებგვერდი რომელშიც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საჯარო სივრცეებს ხელმისაწვდომობასთან, ან სერვისებთან დაკავშირებით, მათ შორის ინფორმაცია პანდუსების, ადაპტირებული კიბეების, ლიფტების და სხვა ობიექტების არსებობის შესახებ.

სიმართლის მაძიებლები: კრიტიკული აზროვნება ციფრულ ეპოქაში

შეიმუშავეთ ციფრული პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს დეზინფრომაციისა და პროპაგანდის ამოცნობას და წყაროების გადმოწმების გზით, ოფიციალურ, სანდო და ვერიფიცირებულ წყაროებზე დაყრდნობით, შეუნიღბავი ინფორმაციის გამოვლენას.

იმ შემთხვევაში თუ გსურთ განსხვავებულ თემზე იმუშაოთ, გაითვალისწინეთ რომ აუცილებელია ეს თემა დაკავშირებული იყოს სამოქალაქო განათლებასთან.

ავტომანქანების გამონაბოლქვის შემცირება

საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარი და ყველაზე მასშტაბური წყაროა ავტომანქანების გამონაბოლქვი. შეიმუშავეთ აპლიკაცია ან ვებგვერდი, რომელიც საშუალებას მისცემს საზოგადოებას, დააფიქსიროს გამონაბოლქვის ხილული ფაქტი და ასახოს მტკიცებულებები და  ლოკაცია, რაც შემდგომში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიმართვიანობის საწინდარი შეიძლება გახდეს. ან შეიმუშავეთ აპლიკაცია ან ვებგვერდი, რომელიც მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამონაბოლქვის შემცირების გზებთან დაკავშირებით.

გააჩუქე მეორადი ნივთები 

შეიმუშავეთ აპლიკაცია, ვებრგვერდი ან ონლაინრესურსი, რომელიც ხელს შეუწყობს მეორადი ნივთების (ტანსაცმელი, საოჯახო ნივთები, სათამაშოები) შეგროვებასა და გავრცელებას.

 

რჩევები ჰაკათონის მონაწილეებს

ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. გუნდად გაერთიანების შემთხვევაში, გუნდში შესაძლოა იყოს მაქსიმუმ 4 წევრი. 

სასურველია, გუნდის წევრებმა თავიდანვე გადაინაწილოთ როლები, თავიდანვე განსაზღვროთ ვინ რაზე იქნება პასუხისმგებელი. როგორც წესი, პროექტზე მუშაობისას სხვადასხვა ცოდნის, უნარების, სპეციალობის ადამიანები ერთიანდებიან. მაგალითად ვებგვერდის შესაქმნელად გუნდის ერთმა წევრმა უნდა იმუშაოს ვებგვერდის ტექსტზე, მეორემ გამოსახულებების მოგროვებაზე, ან ფოტოების გადაღებაზე, მესამემ ვებგვერდის დიზაინზე, ვინმემ კი უშუალოდ პროგრამული კოდი უნდა დაწეროს. ამიტომ, კარგი იქნება, თუკი თქვენი გუნდის წევრები სხვადასხვა, განსხვავებული უნარების მქონე ადამიანები იქნებიან.

შეეცადეთ ისეთი პროექტი შეარჩიოთ, რომლის პროტოტიპის შექმნა 48 საათში იქნება შესაძლებელი; არ მოგერიდოთ კითხვების დასმა.

შეფასების კრიტერიუმები

  1. რამდენად პასუხობს შერჩეულ თემასა და მოთხოვნებს პროექტი?
  2. არის თუ არა გადაწყვეტა ტექნოლოგიური?
  3. უწყობს თუ არა ხელს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას? 
  4. რამდენად რეალისტურია გუნდისთვის პროექტის სრულად განხორციელება?
  5. რამდენად კრეატიული და განსხვავებულია პროექტია; რამდენად საინტერესო მიგნებებია პროექტში?
  6. რამდენად ეფექტურად არის წარმოდგენილი პროექტის პრეზენტაცია?

ჰაკათონში მონაწილეობის პირობები/კრიტერიუმები

  • პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული სკოლების მოსწავლეებს. რეგისტრირებული მოსწავლეების მონაცემების გადამოწმება მოხდება სკოლებთან/რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაცეიბთან.
  • სკოლის მოსწავლეების განსაზღვრული ასაკი: მე-7 - მე-12 კლასელები (12 -18 წელი)
  • მონაწილეების შერჩევა მოხდება ოთხი კრიტერიუმის მიხედვით: რეგიონული ბალანსი, 11 რეგიონი (აჭარა, გურია, თბილისი, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი) მოტივაცია, ტექნიკური ცოდნა და უნარები, გამოცდილება და რეგისტრაციის რიგითობა.
  • ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შესაძელებელია, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. გუნდად გაერთიანების შემთხვევაში, გუნდში შესაძლოა იყოს მაქსიმუმ 4 წევრი. 
  • სამუშაო ენა: ქართული
  • ჩატარების ადგილი: ონლაინ, google meet
  • მნიშვნელოვანია გქონდეთ წვდომა ინტერნეტთან და საშუალო სიმძლავრის კომპიუტერი

ჟიურის წევრები

ვახო ვახტანგიშვილი - Leavingstone-ის და GeoLab-ის თანადამფუძნებელი, პარტნიორი

მარიკა სიხარულიძე - USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის ციფრული მოქალაქოების სპეციალისტი

ნათია მელაძე - USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორის მოადგილე

ნატო ტორონჯაძე - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი GAU, ბიზნესის სკოლის ვიცე დეკანი, BIzon.ge , Tera Leasing თანადამფუძნებელი

ნინო ეფხოშვილი - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საგანმანათლებლო ინოვაციების და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი

ნიკო მამულაშვილი - TBC, ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ლიდერი

ალექსი ამნიაშვილი - Microsoft, Software Engineer

ჰაკათონის მიმდინარეობა და ვადები

  • რეგისტრაციის დასაწყისი - 30 ოქტომბერი 
  • რეგისტრაციის დასასრული - 6 ნოემბერი
  • მონაწილეების შერჩევა - 10 ნოემბერი
  • ჰაკათონის მოსამზადებელი ეტაპი - ლექციები 13 - 23 ნოემბერი (ორი კვირა)
  • ჰაკათონის დაწყება პარასკევი - 24 ნოემბერი 
  • ჰაკათონის მიმდინარეობა შაბათი-კვირა - 25 - 26 ნოემბერი
  • გამარჯვებულების გამოვლენა - 26 ნოემბერი

ჰაკათონის მოსამზადებელ ეტაპზე ჩატარდება ლექციები, რომელიც მონაწილეებს დაეხმარებათ, როგორც თემის ირგვლივ მუშაობაში, ისე ტექნოლოგიურ კომპონენტში.

რეგისტრაციის ინსტრუქცია

  1. თავდაპირველად გაიარეთ რეგისტრაცია ვებგვედზე https://civicstech.ge/ (იმ შემთხვევაში თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, თქვენი იუზერით და პაროლით შედით სისტემაში).
  2. ვერიფიკაციისა და ავტორიაზაციის შემდეგ კი გაიარეთ რეგისტრაცია, უშუალოდ ჰაკათონზე, დააჭირეთ ღილაკს "რეგისტრაცია" და უპასუხეთ მოცემულ კითხვებს.
  3. თუ მონაწილეობას იღებთ გუნუდრად, შესაბამის ველში შეავსეთ გუნდის წევრების შესახებ მონაცემები. გუნდის წევრებიც უნდა დარეგისტრირდნენ ასევე, ჰაკათონზე

ვებგვერდზე რეგისტრაციისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დაიხმარეთ ვიდეო ინსტრუქცია https://youtu.be/KtRdbk38C_g?feature=shared

 

რეგისტრაცია დასრულებულია (მომდევნო ჰაკათონი ჩატარდება 2024 წლის ნოემბერში)

ლექტორები:

ლექტორი
პავლე ტაბატაძე
დეველოპერი
ლექტორი
ლელე მაისურაძე
გრაფიკოსი და UI/UX დიზაინერი
ლექტორი
გიორგი ნავდარაშვილი
დეველოპერი
ლექტორი
ნინო კაჟაშვილი
ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი
ლექტორი
ხათუნა ციხელაშვილი
ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი

აქტივობის ხანგრძლივობა

3 დღე

ჩატარების ადგილი:

ონლაინ, Google Meet