ტრენინგი ტარდება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, GeoLab-თან პარტნიორობით. ტრენიინგის მიზანია, სამოქალაქო განათლების პედაგოგების აღჭურვა ისეთი უნარებით, რომლებიც მათ დაეხმარება ციფრული ტექნოლოგიების და ინტერნეტის უსაფრთხო, პასუხისმგებლობიან და ეფექტურ გამოყენებაში.
ტექნოლოგიურმა პროგრესმა და კერძოდ, ინტერნეტმა ჩვენი ცხოვრება უდავოდ გაამარტივა - ნებისმიერ ინფორმაციას სწრაფად ვპოულობთ, გადავცემთ და ვიღებთ. თუმცა, ინფორმაციის ინტერნეტში მოძიებას და გაცვლას თან სდევს კიბერსაფრთხეები, რომლებიც თქვენი მოწყობილობისა და მასში დაცული პირადი ინფორმაციისთვის რისკებს შეიცავს. სწორედ ამიტომ, პროგრამის განმავლობაში მასწავლებლები იმუშავებენ ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის:
პროგრამა, ამასთანავე, მიზნად ისახავს, მასწავლებლებმა გაიაზრონ ახალი საგანმანათლებლო რესურსების შექმნის შესაძლებლობები, გაეცნონ საერთაშორისო პლატფორმებს, მიიღონ ინფორმაცია ელექტრონული რესურსების განვითარებასა და საქართველოში არსებულ კონტექსტზე:
ტრენინგის განრიგი:
21 ოქტომბერი (შაბათი)
სესია პირველი 14:30 - 16:30 სთ.
შესვენება 30 წუთი
სესია მეორე 17:00 - 19:00 სთ.
22 ოქტომბერი (კვირა)
სესია პირველი 14:30 - 16:30 სთ.
შესვენება 30 წუთი
სესია მეორე 17:00 - 19:00 სთ.
25 ოქტომბერი (ოთხშაბათი)
პროექტების პრეზენტაცია 19:00 - 21:00 სთ.
გთხოვთ გაითვალისწინეთ:
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებს.
მონაწილეობა უფასოა, ადგილები კი შეზღუდული
მონაწილეების შერჩევა მოხდება ორი კრიტერიუმის მიხედვით:
სამუშაო ენა: ქართული
ჩატარების ადგილი: ონლაინ, Google Meet (ჯეოლაბი უზრუნველყოფს, რეგისტრაციისა და შერჩევის შემდეგ, მონაწილეებისთვის შესაბამისი განრიგის და ბმულების მიწოდებას)
მნიშვნელოვანია გქონდეთ წვდომა ინტერნეტთან
რეგისტრაცია დასრულებულია (მომდევნო ტრენინგი ჩატარდება 2024 წლის ოქტომბერში)
3 დღე (10 საათი)
ონლაინ, Goole Meet