background

სკოლა ბულინგის გარეშე

ავტორი:
ნინო ხუციშვილი
აქტივობა:
ტექნოლოგიური ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის
აქტივობის მიღება:
2023 წლის შემოდგომა
აქტივობის ტიპი:
მასწავლებლის ტექნოლოგიური ტრენინგი
მიმართულება:
ციფრული მოქალაქეობა
კიბერბულინგი1. პროექტის სახელწოდება - „ სკოლა ბულინგის გარეშე“2.პროექტის აქტუალობა: ტექნოლოგიების განვითარებამ დღეს კაცობრიობა ისეთი პრობლემის წინაშე დააყენა, როგორიცაა კიბერბულინგი. კიბერბულინგი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფარული აშკარა დაშინების მიზნით განხორციელებული ქმედებაა. ეს შეიძლება ხდებოდეს ყველგან, სკოლაში, სახლში, ელ. ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, მობილური ტელეფონისა და სოციალური ქსელის მეშვეობით. ამიტომ მნიშვნელოვანია მოსწავლე აცნობიერებდეს კიბერბულინგის ნიშნებს და მის გამომწვევ მიზეზებს. ამდენად პრობლემა მეტად აქტუალურია.3. პროექტის მიზანი: მოსწავლეებში პრობლემის გადაჭრისა და სოციალური უნარების განვითარება, პასუხისმგებლობის გრძნობის გათავისება და თვითშეგნების გრძნობის ამაღლება. ბულინგის, კერძოდ: კიბერბულინგის არსის გააზრება და პრევენციის გზების დასახვა.4.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ სოციალური უნარები, აუმაღლდებათ პასუხისმგებლობა და თვითშეგნება, არსებული პრობლემის დროს შეეცდებიან გაუმკლავდნენ კიბერბულინგის შემთხევებს, არ გაასაჯაროონ სხვისი პირადი ფოტო მასალა, არ გაუგზავნონ დამამცირებელი ან დამაშინებელი ტექსტური შეტყობინება ერთმანეთს ან უცნობს პიროვნებას, ან პირიქით არ დამალონ კიბერბულინგის ფაქტები და მიმართონ უფროსებს.5. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან ბულინგის ფორმებს, მათ შორის კიბერბულინგს. კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით გაიაზრებენ ბულინგის საფრთხეს. დასახავენ პრევენციის გზებს.6.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები დაინტერესდებიან და მოიძიებენ ინფორმაციას ბულინგის სხვადასხვა ფორმებზე და გააკეთებენ პრეზენტაციას. ნახავენ ფილმს კიბერბულინგზე. დახატავენ კიბერბულინგის ამსახველ ნახატებს და მოაწყობენ გამოფენას ,,სკოლა ბულინგის გარეშე“ სახელწოდებით, შექმნიან კითხვარებს და ინტერვიუს ჩამოართმევენ: უფროს კლასელებს. გააკეთებენ მონაცემთა ანალიზს. მოხდება შუალედური მონიტორინგი პროექტის ხელმძღვანელების მიერ. შექმნიან და გაავრცელებენ საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტებს. პროექტის ამსახველ ფოტო მასალას კი განათავსებენ ბლოგზე.7. მონაწილეთა ასაკი: 10-12 წელი8. პროექტის მონიტორინგი: პროექტის მონიტორინგი განხორციელდება ხელმძღვანელის მიერ ყოველი აქტივობის შემდეგ.9. პროექტის ვადები: 2 კვირა10. შესაძლო აქტივობები: ვიდეო ფილმის ჩვენება, ხატვა, ინფორმაციის მოძიება და წარმოდგენა სხვადასხვა სახით: პრეზენტაცია, გამოკითხვები, სტატისტიკური ანალიზი, ბუკლეტის დამზადება/გავრცელება. 11.ბუკლეტის დამზადება პროგრამა - Canva12.სარგებელი სხვებისთვის: შექმნილი ბლოგი და საინფორმაციო ბუკლეტი.13.პროექტის ბიუჯეტიN რესურსი თანხა, ლარი დაფინანსების წყარო1 თაბახის ფურცლები, მარკერები 5 სკოლა2 კომპიუტერი 0 სკოლა3 მონიტორი 0 სკოლა4 ინტერნეტი 0 სკოლა აქტივობები და დროN აქტივობები დრო განმახორციელებელი პასუხისმგებელი რესურსი1 გეგმის შედგენა, ვიდეო ფილმის ჩვენებანახატების გადანაწილება. ხელმძღვანელი და მოსწავლეები კომპიუტერი, მონიტორი2 ნახატების გამოფენა, კითხვარების შექმნა და წყვილებში გადანაწილება და გამოკითხვის ჩატარება. ხელმძღვანელი და მოსწავლეები თაბახის ფურცელი, მარკერები3 ჯგუფებად დაყოფაპრეზენტაციის წარმოდგენა. ხელმძღვანელი, მოსწავლეები ინტერნეტი, პრინტერი4 ჯგუფებში პოსტერების შექმნა/ გავრცელება ხელმძღვანელი და მოსწავლეები კომპიუტერი5 განხორციელებული პროექტის მასალების დახარისხება ბლოგზე განთავსება ხელმძღვანელი და მოსწავლეები კომპიუტერი, პრინტერი

გალერეა: