background

კიბერბულინგი-მედიაგანათლება

ავტორი:
მაია ფუტკარაძე
აქტივობა:
ტექნოლოგიური ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის
აქტივობის მიღება:
2023 წლის შემოდგომა
აქტივობის ტიპი:
მასწავლებლის ტექნოლოგიური ტრენინგი
მიმართულება:
ციფრული მოქალაქეობა
პროექტი მოსწავლეებში კიბერუსაფრთხოების, კიბერბულინგის ცნობიერების ამაღლების მიზნით შეიქმნა, ის ხელს შეუწყობს მოსწავლეები გაეცნონ მედიაგანათლების, როგორც ციფრული გზამკვლევის, არსსა და მნიშვნელობას; XXI საუკუნეში, როდესაც ადამიანების უმრავლესობა ინტერნეტის აქტიური მომხმარებელია, ასევე ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ კაცობრიობა დღეს კიბერსაფრთხის წინაშე დააყენა, კიბერბულინგის რისკი განსაკუთრებით მოზარდებში გაიზარდა. ხშირად კიბერბულინგის მსხვერპლი სკოლის მოსწავლეები არიან . კიბერბულინგი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ფარული, აშკარა დაშინების მიზნით განხორციელებული ქმედებაა. ეს შეიძლება ხდებოდეს ყველგან, სკოლაში, სახლში, ელ. ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, მობილური ტელეფონისა და სოციალური ქსელის მეშვეობით. ამიტომ მნიშვნელოვანია მოსწავლე აცნობიერებდეს კიბერბულინგის ნიშნებს და მის გამომწვევ მიზეზებს. მედიაწიგნიერება არის პასუხი ციფრული საუკუნის გამოწვევებზე, იგი გულისხმობს ინფორმაციაზე კონტროლის დამყარებას, როდესაც ადამიანი მედიაგანათლებულია ეს მას ხელს შეუწყობს გაიკვალოს გზა ინფორმაციულ სამყაროში.

გალერეა: