ტექნოლოგიური ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის
აქტივობის მიღება:
2023 წლის შემოდგომა
აქტივობის ტიპი:
მასწავლებლის ტექნოლოგიური ტრენინგი
მიმართულება:
ციფრული მოქალაქეობა
პროექტი მიზნად ისახავს დაიცვას სასკოლო თემის წარმომადგენელი მომხმარებელი კიბერსაფრთხეების რისკებთან დაკავშირებული ნეგატიური ზეგავლენისგან. პროექტის შედეგად მოხდება მოსწავლეების / მასწავლებლების / მშობლების აღჭურვა ისეთი უნარებით, რომელიც დაეხმარებათ ციფრული ტექნოლოგიების და ინტერნეტის უსაფრთხო, პასუხისმგებლიან და ეფექტურ გამოყენებაში.ტექნოლოგიურმა პროგრესმა და კერძოდ, ინტერნეტმა ჩვენი ცხოვრება უდავოდ გაამარტივა - ნებისმიერ ინფორმაციას სწრაფად ვპოულობთ, გადავცემთ და ვიღებთ. თუმცა, ინფორმაციის ინტერნეტში მოძიებას და გაცვლას თან სდევს კიბერსაფრთხეები, რომლებიც ჩვენი მოწყობილობისა და მასში დაცული პირადი ინფორმაციისთვის რისკებს შეიცავს, აქედან გამომდინარე გამოიკვეთა იმის საჭიროება, რომ სასკოლო საზოგადოებას აუმაღლდეს ცნობიერება ციფრული მოქალაქეობის კომპეტენციის დახვეწა სრულყოფასთან დაკავშირებით და შეძლონ განივითარონ უნარები და ცოდნა ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებისთვის.ბენეფიციარები იქნებიან ქ ბათუმის მე-9 საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლებიაქტივობები:• პროექტის აქტუალობის და საჭიროების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა სასკოლო საზოგადოებასთან• კვლევის / გამოკითხვის ჩატარება სამიზნე აუდიტორიასთან: კიბერსაფრთხეების შესახებ ინფორმირებულობის დონის დადგენა • გამოკითხვის შედეგების წარდგენა და ანალიზი • პროგრამული საფრთხეების შესახებ პრეზენტაციის წარდგენა• მავნე პროგრამების თავიდან არიდების ხერხები - დისკუსია• ვიდეოს ჩვეენება ინტერნეტ თაღლითობის შესახებ და კონკრეტული ქეისის განხილვა• თამაში - შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაზე • ქარდინგის მაგალითის განხილვა და ვიდეოს ჩვენება• კიბერუსაფრთხოების და კიბერჰიგიენის შესახებ პოსტერების შექმნა და გამოფენა სასკოლო სივრცეში• პროექტის შეჯამება / შეფასება / მდგრადობის განსაზღვრა
რესურსები: პროექტის ფარგლებში გამოყენებული იქნება ტექნოლოგიების ტრენინგზე განხილული საკითხები, კერძოდ საპრეზენტაციო მასალა კიბერუსაფრთხოების და კიბერჰიგიენის შესახებ, ასევე ვიდეო რესურსები, პოსტერების შესაქმნელად გამოვიყენებ ელექტრონულ რესურსებს განათლებაში CANVA