განათლების უფლების პოპულარიზება თანატოლგანმანათლებლობის გზით
ავტორი:
მარინა ტარუღიშვილი
აქტივობა:
ტექნოლოგიური ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის
აქტივობის მიღება:
2023 წლის შემოდგომა
აქტივობის ტიპი:
მასწავლებლის ტექნოლოგიური ტრენინგი
მიმართულება:
ციფრული მოქალაქეობა
პროექტის განხორციელების შედეგად სასკოლო საზოგადოება გააქტიურდება ურთიერთსწავლების კულტურის დასანერგად, გამყარდება კავშირი არა მხოლოდ სკოლის სტრუქტურულ ერთეულებთან, არამედ გარე ორგანიზაციებთანაც. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სკოლაში ურთიერთსწავლებისა და თანამშრომლობის ტრადიციის დანერგვას, რადგან დაგეგმილი ღონისძიებები აღმოფხვრის ამ მხრივ არსებულ პრობლემებს, რაც დადებითად აისახება სასკოლო საზოგადოების განვითარებაზე. პროექტის განხორციელებით გაფართოვდება საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ცოდნის დონე განათლების უფლებასა და ურთიერთსწავლებაში საკუთარი მონაწილეობის მნიშვნელობის გააზრებასთან დაკავშირებით; მოსწავლეები გააცნობიერებენ თანამშრომლობის მნიშვნელობას, სადაც დაცული იქნება ასერტული ქცევა და ტოლერანტობის კულტურა. მოსწავლეები შეძლებენ აქტიური მოქალაქის როლის მორგებას, ურთიერთსწავლებისას გაითვალისწინებენ სხვა ადამიანთა ინტერესებს და გააცნობიერებენ არაძალადობრივი მეთოდებით მოქმედების აუცილებლობას ლოკალური ქმედების დაგეგმვისას, სადაც გათვალისწინებული იქნება მომავლის პერსპექტივები. ასევე, განვითარდება ციფრული წიგნიერების უნარები სასკოლო თემში.