background

მე - ციფრული მოქალაქე

ავტორი:
ელისო მაწკეპლაძე
აქტივობა:
ტექნოლოგიური ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის
აქტივობის მიღება:
2023 წლის შემოდგომა
აქტივობის ტიპი:
მასწავლებლის ტექნოლოგიური ტრენინგი
მიმართულება:
ციფრული მოქალაქეობა
დღეს, XXI საუკუნეში ციფრული ტექნოლოგიები, სოციალური ქსელები, ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. როგორც ცნობილია, ინტერნეტს ყოველდღიურად 4 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს.თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების ასე მძაფრად შემოჭრას აქვს თავისი უარყოფითი მხარეები. 1. გაჩნდა ციფრულ სამყაროსთან ურთიერთობის საფრთხეები, მედია და ინფორმაციული წიგნიერების უნარების დეფიციტი;2. თვალში საცემი გახდა ინფორმაციის გამოყენებასთან, გავრცელებასა და საავტორო უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები;3. გაიზარდა ყალბი ინფორმაციის გავცელებისადმი უპასუხისმგებლობა, პირადი მონაცემების ხელყოფის ფაქტები, 4. შეუზღუდავია კიბერბულინგი და ღირსების შემლახველი მასალის გამოქვეყნება, პროვოცირება/ტროლინგი, სექსუალური ხასიათის ონლაინზეწოლა;5. სოციალური ქსელში მომრავლდა სუიციდური თამაშები:„ლურჯი ვეშაპი“ და სხვა;6. მოსწავლეებში იმატა ფსიქო-ემოციურმა ფაქტორებმა: ნევროზმა, ფსიქოზმა, დეპრესიამ , მშობლებთან დაპირისპირებამ.სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, თანამედროვე ადამიანი ფლობდეს იმ უნარებს, რომლებიც საჭიროა ციფრულ სამყაროში მოცემული რესურსების უსაფრთხო და ეთიკური გამოყენებისათვის. ეს უნარები მას კარგ ციფრულ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში დაეხმარება.პროექტის მიზანია:1. სკოლის მოსწავლეებს აუმაღლდეთ ციფრული მოქალაქეობის შესახებ ცნობიერება.2. მარტივად გადაჭრან ციფრულ სამყაროსთან ურთიერთობის საფრთხეები, შეიძინონ და განივითარონ მედია და ინფორმაციული წიგნიერების უნარები3. განუვითარდეთ ყალბი ინფორმაციის გავცელებისადმი პასუხისმგებლობა4. შეძლონ კიბერბულინგისა და ღირსების შემლახველი მასალის, პროვოცირება/ტროლინგის, სექსუალური ხასიათის ონლაინზეწოლის თავიდან აცილება, 5. მოსწავლეებმა შეძლონ რესურსების შექმნა მარტივი პროგრამების გამოყენებით თანატოლებისა და უმცროსკლასელებისათვის

გალერეა: