background

მედიაწიგნიერება

ავტორი:
ეთერი კაჭკაჭაშვილი
აქტივობა:
ტექნოლოგიური ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის
აქტივობის მიღება:
2023 წლის შემოდგომა
აქტივობის ტიპი:
მასწავლებლის ტექნოლოგიური ტრენინგი
მიმართულება:
ციფრული მოქალაქეობა
დემოკრატია ხალხის მმართველობას ნიშნავს და მისი განვითარება აქტიური სამოქალაქოსაზოგადოების გარეშე ძნელად წარმოსადგენია. იმისათვის, რომ მოქალაქეებმა მათ ირგვლივმიმდინარე პროცესებში ჩართულობა შეძლონ, აუცილებელია, ობიექტურ ინფორმაციაზემიუწვდებოდეთ ხელი და სწორედ მასზე დაყრდნობით მოქმედებდნენ და იღებდნენგადაწყვეტილებებს. თითქოს ყველაფერი მარტივადაა, თუმცა 21-ე საუკუნეში, მედიატექნოლოგიებისა და ინტერნეტის განვითარების ფონზე, როდესაც ყოველდღიურად აურაცხელინფორმაციაზე გვაქვს წვდომა, სულ უფრო რთული ხდება საჭირო და სანდო ინფორმაციისამორჩევა. ადამიანმა თანამედროვე სამყაროს ფეხი რომ აუწყოს და მანიპულაციური მიზნითგავრცელებული ინფორმაციის გავლენის ქვეშ არ მოექცეს, ან სულაც არ დაიკარგოსინფორმაციის მორევში, მას უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარი, როგორიცაასაჭირო ინფორმაციის ამორჩევა და მისი კრიტიკული გაანალიზება. ადამიანს უნდა შეეძლოს, შეაფასოს, ვინ და რატომ ავრცელებს ამა თუ იმ გზავნილს და რამდენად შეესაბამება ისსიმართლეს. სოციალური მედიის განვითარებასთან ერთად, მედიის მოხმარების მხოლოდპასიური როლი როდია მნიშვნელოვანი - დღეს უკვე ყველას შეგვიძლია ინფორმაციისგავრცელება, მაგრამ აუცილებელია, გვქონდეს შესაბამისი უნარებიც, რომლებიც დაგვეხმარება,თავად შევქმნათ და გავავრცელოთ ინფორმაცია სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს მეშვეობით.1.ეს, რა თქმა უნდა, ზრდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოქალაქეთა ჩართულობას და მათინფორმირებულობას. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილს მედიაწიგნიერების უნარი აერთიანებს„მედიაწიგნიერება – მრავალფეროვანი მედიასაშუალებებისა და ტექნოლოგიების, აგრეთვეინტერნეტის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენების, მათი მეშვეობით ინფორმაციის შექმნის, მიღების, დამუშავებისა და გადაცემის, მის მიღებასა და გადაცემაში ინტერაქტიულიმონაწილეობის და ინფორმაციის აღქმის, გაგებისა და კრიტიკული შეფასების, აგრეთვემედიაპროდუქციის (აუდიოვიზუალური ტელერადიოპროდუქცია, ელექტრონული დასოციალური მედიაპროდუქცია, მათ შორის, ფილმები, მუსიკალური კლიპები, გამოსახულებები, ვებგვერდები და სხვა პროდუქცია) შინაარსის და მრავალფეროვანი მედიაპლატფორმებისა და36ტექნოლოგიების შექმნის, მათი ბუნების, გამოყენებისა და რეგულირების შესახებ სპეციალურიცოდნისა და უნარ-ჩვევების ერთობლიობა“2. აღნიშნული უნარების განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალ თაობაში. ეს მათეხმარება, მედიაპროდუქტები გონივრულად და ეფექტურად გამოიყენონ, იყვნენ კრიტიკულები, გაარჩიონ ყალბი ნამდვილისგან, მიხვდნენ ავტორის ჩანაფიქრს, დაიცვან პირადი ინფორმაცია, შექმნან და გაავრცელონ გადამოწმებული/სანდო კონტენტი, იყვნენ აქტიური მოქალაქეები დაა.შ.3. სწორედ ამიტომ, ზოგიერთ ქვეყანაში მედიაწიგნიერება სასკოლო საგნად ისწავლება, ხოლოზოგან ის პრიორიტეტულ თემად შედის სკოლებში. გამონაკლისი არც საქართველოა -მედიაწიგნიერება ჩვენს ქვეყანაშიც ერთ-ერთ წამყვან კომპეტენციად მოიაზრება, რომელიცსკოლამ უნდა ჩამოუყალიბოს მოსწავლეს. გარდა სასკოლო სივრცისა, მედიაწიგნიერებისშესახებ სხვადასხვა პროექტებიც ხორციელება, თუმცა, ეს საკმარისი მაინც არ არის. მაგალითად, 2022 წელს გამოქვეყნდა კვლევის „საქართველოში მედიაწიგნიერების პრაქტიკის კვლევა დასაჭიროებების შეფასება“ შედეგები, რომლის რეკომენდაციებშიც ვკითხულობთ, რომმნიშვნელოვანია, დაიგეგმოს ისეთი პროექტები და საინფორმაციო კამპანიები, რომლებიც ხელსშეუწყობს მოქალაქეებში მედიაწიგნიერების დონის ამაღლებას; ამასთან აუცილებელია ისეთიკამპანიების დაგეგმვა, რომელთა აუდიტორიაც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები იქნებიან, მაგალითად, სკოლამდელი ასაკისა და ხანდაზმული მოქალაქეები. პროექტი ხელს შეუწყობსმედიაწიგნიერების უნარების განვითარებას სასკოლო საზოგადოებაში და თემში, რაც,თავისთავად, განსხვავებულ ჯგუფებთან მუშაობას მოიაზრებს. პროექტი ხელს შეუწყობსსაზოგადოებაში მედიაწიგნიერების უნარების ამაღლებას.

გალერეა: