background

ჩვენი როლი სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების უნარების განვითარებისათვის.

ავტორი:
ელისო კუპატაძე
აქტივობა:
ტექნოლოგიური ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის
აქტივობის მიღება:
2023 წლის შემოდგომა
აქტივობის ტიპი:
მასწავლებლის ტექნოლოგიური ტრენინგი
მიმართულება:
ციფრული მოქალაქეობა
პროექტის მთავარი იდეაა დავიცვათ მოსწავლეები სოციალური მედიის მავნე ზეგავლენისაგან, ვასწავლოთ მათ თავიანთი უფლებების გამოყენება და დაცვა. კოვიდ პანდემიით გამოწვეულმა ონლაინ სწავლებამ მკვეთრად გაზარდა მოსწავლეთა დამოკიდებულება ინტერნეტის მიმართ, ისინი ასრულებენ განსხვავებულ საქმიანობას სოციალურ მედიასა და ინტერნეტში. ამ აქტივობების შესრულებისას ჩვენი მოსწავლეები დროდადრო განიცდიან სირთულეებს და გაცნობიერების გარეშე ტოვებენ ძალიან ბევრ კვალს ინტერნეტში, რადგან არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია მედიაწიგნიერების შესახებ. ჩვენი მიზანი ამ პროექტში არის გავაუმჯობესოთ მოსწავლეთა სოციალური მედია წიგნიერების კომპეტენციები, უზრუნველვყოთ ინფორმაციით ინტერნეტის უსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის შესახებ, მივცეთ საშუალება, ისარგებლონ უსაფრთხო ინტერნეტით. პროექტის საგანმანათლებლო მიზანია მოსწავლეების მიერ სოციალური მედიის შეგნებულად და უსაფრთხოდ გამოყენება, ეთიკური პრინციპების დაცვა, სწავლა კეთებით.

გალერეა: