background

"მედიაწიგნიერების უნარების განვითარება"

ავტორი:
ჟანა ხაჩატურიანი
აქტივობა:
ტექნოლოგიური ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის
აქტივობის მიღება:
2023 წლის შემოდგომა
აქტივობის ტიპი:
მასწავლებლის ტექნოლოგიური ტრენინგი
მიმართულება:
ციფრული მოქალაქეობა
21-ე საუკუნეში, მედია ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, როცა ყოველდღიურად უამრავ ინფორმაციაზე გვაქვს წვდომა, სულ უფრო რთული ხდება საჭირო და სანდო ინფორმაციის ამორჩევა. იმისათვის , რომ მოსწავლემ და არა მარტო მოსწავლემ სამყაროს ფეხი აუწყოს და მანიპულაციური მიზნით გავრცელებული ინფორმაციის გავლენის ქვეშ არ მოექცეს, ან საერთოდ არ დაიბნეს , საჭიროა ფლობდეს ისეთ უმნიშვნელოვანეს უნარს, როგორიცაა საჭირო ინფორმაციის ამორჩევა და მისი კრიტიკული გააზრება. მოსწავლეს უნდა შეეძლოს შეაფასოს და გაიაზროს აღნიშნული ინფორმაცია რა მიზნითაა გავრცელებული, შეესამამება თუ არა სიმართლეს.

გალერეა: