ტექნოლოგიური ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის
აქტივობის მიღება:
2023 წლის შემოდგომა
აქტივობის ტიპი:
მასწავლებლის ტექნოლოგიური ტრენინგი
მიმართულება:
ციფრული მოქალაქეობა
პროექტის მიზანია : ციფრული მოქალაქეობის საკითხებში სასკოლო საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღელება . ( სასკოლო პროექტი) პირველ ეტაპზე სკოლის მასწავლებლებს, მშობლებსა და საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის, ჩავატარებ ელექტრონულ კვლევას თუ რა იციან ციფრული მოქალაქეობის ( ასევე კიბერუსაფრთხოების) საკითხებზე , რათა დავადგინო მათი ინფორმირების დონე , კვლევის შედეგების შესაბამისად კი,შემდგომში პროექტის ფარგლებში დაიგეგმება საინფორმაციო შეხვედრა სასკოლო საზოგადოების წევრებთან. ( ყველა ჯგუფთან ცალ-ცალკე) შეხვედრის ფარგლებში აუდიტორიასთან თავდაპირველად ლექციური მეთოდით განვიხილავ ციფრული მოქალაქეობის თეორიულ საკითხებს და შემდგომ შევეხები მის ერთ - ერთ ქვეთემას როგორიცაა: კიბერ უსაფრთხოება. გარდა ლექციური მეთოდით თემის გაცნობისა , შეხვედრაზე აუდიტორიას მოუწევს პრაქტიკული დავალებების შესრულება . მონაწილე სტუმრებს დაურიგდებათ თემის ირგვლივ ჩემს მიერ პროგრამა „canva”-ში მომზადებული საინფორმაციო პოსტერები , რომელიც მოკლედ მიმოიხილავს განხილულ საკვანძო საკითხებს და გამოიკვრება სკოლის ფოეში , რათა პროექტის მდგრადობისთვის შემდგომშიც შესაძლებელი იყოს მისი გაცნობა . შეხვედრის შემდგომ მონაწილეებს გაეგზავნებათ 8 კითხვისგან შემდგარი ელექტრონული ქვიზი შეხვედრაზე განხილული საკითხების გაცნობიერებისა და მიწეული შედეგების გასაზომად.