background

ნუ გახდები კიბერბულინგის მსხვერპლი!

ავტორი:
ლეილა გოგელია
აქტივობა:
ტექნოლოგიური ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის
აქტივობის მიღება:
2023 წლის შემოდგომა
აქტივობის ტიპი:
მასწავლებლის ტექნოლოგიური ტრენინგი
მიმართულება:
ციფრული მოქალაქეობა
ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ თანამედროვე მოზარდები ციფრული ეპოქის სრულუფლებიან მემკვიდრეებად დაიბადნენ.ყველა მოზარდი დღეს აქტიურად იყენებს ინტერნეტს. ინტერნეტქსელები ბევრ სიკეთესთან ერთად გარკვეულ საფრთხეებსა და რისკებს შეიცავენ. მოზარდები ხშირად ხდებიან კიბერბულინგის მსხვერპლი.მათი ციფრული ცნობიერება და უნარები აშკარად და გამოკვეთილად სჯობნის უფროსი თაობებისას, თუმცა, როდესაც საქმე ეხება მათ უფლებებსა და მოვალეობებს, აქ ზრდასრულთა თაობის როლი ფასდაუდებელია. ამიტომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია ამ საფრთხეების გამოვლენა და პრევენცია, როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლებისა და მშობლების მხრიდან. მოსწავლეებს ნაკლები ინფორმაცია აქვთ თუ რა საფთხის წინაშე შეიძლება დადგენ,მშობლებმაც კი არ იციან,რომ მათი შვილები შეიძლება კიბერბულინგის მსხვერპლი გახდნენ.მთელი სასკოლო საზოგადოება, განსაკუთრებით კი პედაგოგთა კორპუსი მზად უნდა იყოს, გზამკვლევობა გაუწიოს მოსწავლეებს და შეძლოს მათი მომზადება ციფრული მოქალაქეობისა და კიბერ-ეთიკის გამოწვევებისათვის.

გალერეა: