background

"გახდი მედიაწიგნიერი"

ავტორი:
ნინო გაფრინდაშვილი
აქტივობა:
ტექნოლოგიური ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის
აქტივობის მიღება:
2023 წლის შემოდგომა
აქტივობის ტიპი:
მასწავლებლის ტექნოლოგიური ტრენინგი
მიმართულება:
ციფრული მოქალაქეობა
XXI საუკუნეში ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფმა ზრდამ ხელი შეუწყო ინფორმაციებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასაც. დღეს ახალგაზრდები და არამარტო ახალგაზრდები, ძალიან დიდი მოცულობით ინფორმაციას იღებენ, სწორედ ეს ინფორმაცია აყალიბებს მათ შეხედულებებს, ღირებულებებს, მოსაზრებებს და მათ ქცევას საზოგადოებაში. მთავარი პრობლემა არის ის რომ მოზარდებს ნაკლები კომპეტენცია და უნარი აქვთ, განასხვაონ ნამდვილი და ცრუ ინფორმაცია ერთმანეთისგან, იფიქრონ და იაზროვნონ კრიტიკულად ნებისმიერი ინფორმაციის მიღების დროს, რათა არ გახდნენ ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი ან არასწორი ინფორმაციის გამავრცელებლები. პროექტის მიზანები: • მოსწავლეებში მედია წიგნიერებაზე ცნობიერების ამაღლება,• მედია და საინფორმაციო წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარება. • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების, • მოსმენისა და დაკვირვების უნარ-ჩვევების გამომუშავება.

გალერეა: