საზაფხულო ონლაინსკოლა "ციფრული მოქალაქეობა და ტექნოლოგიების საწყისები"
აქტივობის მიღება:
2023 წლის ზაფხული
აქტივობის ტიპი:
საზაფხულო ონლაინსკოლა
მიმართულება:
ციფრული მოქალაქეობა
ონლაინ უსაფრთხოება ჩვენ დროში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და საჭიროა ყველას გვქონდეს ინფორმაცია თუ როგორ დავიცვათ ჩვენი მონაცემები ან ჩვენი თავი ონლაინ სივრცეში. ამისთვის ჩავატარე ანონიმური გამოკითხვა. გამოვკითხე თითქმის ყველა ასაკობრივი ჯგუფი რომელთანაც ხმის მიწვდომა შემეძლო და ძალიან საინტერესო შედეგები მივიღე. თავადაც ვიაზრებ რომ ონლაინ უსაფრთხოება 21-ე საუკუნეში პრიორიტეტი საკითხია (სხვა ყველაფრის გათვალისწინებით რა თქმა უნდა), ამიტომაც ძალიან დავინტერესდი ამ თემით,დავიწყე უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება ამ საკითხზე და შევქმენი კითხვარი. ვიმუშავე Google forms-ის სასუალებით. ასევე გამოვიყენე Messenger-ი რათა კითხვარი გამევრცელებინა. შევადგინე მარტივი სქემა რათა მარტივად გასაგები ყოფილიყო თუმცა, ზოგმა მაინც ვერ გაიგო.