background

HUMANOIM - Children’s Right ; ჰუმანოიმი - ბავშვის უფლებები

ავტორი:
დეა ბურდული
აქტივობა:
ონლაინ კურსი - ვებგვერდის შექმნა Wordpress
აქტივობის მიღება:
2024 წლის ზამთარი
აქტივობის ტიპი:
ონლაინკურსები
მიმართულება:
ვებდიზაინი
ნამუშევარი შესრულებულია GeoLab პროექტის ფარგლებში - ტექნოლოგიები სამოქალაქო განათლებაში. 2024 წლის თებერვალი - აპრილი.-----ვებ საიტი აგებულია WordPress ტექნოლოგიით საიტის აგების ტექნიკური მოთხოვნების მოდელის მიხედვით. შერჩეულია უფასო თემა (Astra). შედგება დაქვემდებარებული ვებ გვერდებისაგან: მთავარი; ჩვენს შესახებ; სერვისი; სიახლეები; კონტაქტი; ენის გადამრთველი (ორენოვანი: ქართული, ინგლისური). ვებ გვერდებზე გადასვლა შესაძლებელია Header განყოფილებაში წარმოდგენილი მენიუს შესაბამისი პუნქტების დახმარებით. საიტს ახლავს ლოგო. შერჩეული თემის სტრუქტურა, ვიზუალი მოდერნიზებულია ელემენტორის დახმარებით. შენარჩუნებულია საიტის გვერდის ძირითადი სტრუქტურა: Header; Sections; Footer. თითოეულ გვერდზე სტრუქტურის ცალკეულ განყოფილებებში წარმოდგენილია როგორც ტექსტური, ასევე გრაფიკული ინფორმაცია. გათვალისწინებულია გადასვლები საიტის შიდა და გარე სივრცეში. 1. ვებ გვერდის მიზანი: ვებ საიტის დახმარებით შევქმნათ ღრუბლოვანი სამყარო, სადაც ბავშვების უფლებებს პატივს სცემენ, იცავენ და ასრულებენ. 2. ვებგვერდის სამიზნე აუდიტორია, მომხმარებელი: ბავშვები, მშობლები, ფორმალური და არაფორმალური სასწავლო გარემო, ადამიანთა საზოგადოებები.3. რა მიზნებს მოემსახურება ვებგვერდი, რას გააუმჯობესებს? ვებ გვერდი მხარს დაუჭერს ბავშვთა უფლებებს, გააცნობს ბავშვებს სხვადასხვა ქვეყნების ბავშვების ცხოვრებას. გააუმჯობესებს ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერებას.

გალერეა: