პროექტების ლაბორატორია - ვებგვერდის შექმნა Wordpress
აქტივობის მიღება:
2024 წლის გაზაფხული
აქტივობის ტიპი:
ლაბორატორია
მიმართულება:
ვებდიზაინი
BTRTS(BE THE REASON THEY SMILE!) არის ვებგვერდი, რომელიც ფოკუსირებულია საზოგადოებაში ქველმოქმედების კულტურის ხელშეწყობაზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ სამყარო, სადაც ყველა იღიმის. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია იხილოს ორ ენაზე(ინგლისური და ქართული). ვებგვერდზე განთავსებულია: 1.პოსტები, გლობალური სტატისტიკები, რომლებიც ორიენტირებულია მომხმარებლისათვის ქველმოქმედების შესახებ საჭირო იფორმაციის მიწოდებაზე; 2.ქვიზები, რომლებიც ეხმარება მომხმარებელს გამოსცადოს საკუთარი ცოდნა ქველმოქმედების შესახებ ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული პოსტების წაკითხვის შემდეგ; 3.ფილმები(მათ შორის მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმებიც), რათა მომხმარებელმა შეძლოს ქველმოქმედების კულტურის ათვისება მისთვის საინტერესო აქტივობების, ამ შემთხვევაში ფილმების ყურების გზით; 4.პროდუქტები, რომელთა გაყიდვის მიზანი ქველმოქმედების კულტურის ხელშეწყობაა(პროდუქტებზე გამოსახულია სხვადასხვა სურათი, სიმბოლო, წარწერა... რომლებიც მომხმარებელს მოუწოდებს ქველმოქმედებისკენ; ასევე თითოეული შეძენილი პროდუქტის ფასის 5% იქნება გამოყენებული საქველმოქმედო მიზნით); 5.საქველმოქმედო ორგანიზაციების ფეისბუქ გვერდები და შესაბამისი ბმულები, რათა მომხმარებელმა შეძლოს სურვილისამებრ დაეხმაროს მის მიერ არჩეულ ადამიანს; 6.ინფორმაცია პროექტის შესახებ; 7.საკონტაქტო ინფორმაცია, როგორც ჩემთან, ისე ჯეოლაბთან დასაკავშირებლად; 8.ვებგვერდისა და ჯეოლაბის ლოგოები.