პროექტების ლაბორატორია - ვებგვერდის შექმნა Wordpress
აქტივობის მიღება:
2024 წლის გაზაფხული
აქტივობის ტიპი:
ლაბორატორია
მიმართულება:
ვებდიზაინი
ფინალური პროექტის ფარგლებში შევქმენი ვებსაიტი კიბერუსაფრთხოებაზე სახელად "Securetee". საიტის შექმნის მიზანი კიბერუსაფრთხოების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაა, ვინაიდან ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად კიბერდანაშაულისა და კიბერთაღლითობის შემთხვევები იზრდება, ხოლო საჭიროა თითოეულმა ჩვენგანმა იცოდეს ინტერნეტთაღლითობისგან დაცვის საშუალებები, რათა თავიდან ავიცილოთ სავალალო შედეგები. ვებსაიტს გააჩნია მრავალი ინტერაქციული ფუნქცია, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო ხასიათის სტატიებს, ვიქტორინებს, დამატებით საკითხავ მასალას, კიბერუსაფრთხოებაზე შექმნილ ფილმებს, წიგნებსა და ხელოვნების ნიმუშებს.