background

რა უნდა ვიცოდეთ Fake News-ის შესახებ

ავტორი:
ლუკა ლეფონავა
აქტივობა:
საზაფხულო ონლაინსკოლა "ციფრული მოქალაქეობა და ტექნოლოგიების საწყისები - ვებდიზაინი"
აქტივობის მიღება:
2024 წლის ზაფხული
აქტივობის ტიპი:
საზაფხულო ონლაინსკოლა
მიმართულება:
ვებდიზაინი
ბოლო მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 63%-ზე მეტი ინტერნეტის მომხმარებელია. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანების დიდ რაოდენობას შეგვიძლია მარტივად მივაწოდოთ სხვადასხვა სახის ინფორმაცია. თუმცა, ეს ინფორმაცია შესაძლოა მიზანმიმართულად მცდარიც იყოს. ასეთი ინფორმაციის, ანუ Fake News-ის გავრცელების მთავარი მიზანი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, საზოგადოებრივი აზრის მცდარად ფორმირება, ზოგ შემთხვევაში კი პანიკის გამოწვევა და ძალადობის წახალისებაც კი არის. განსაკუთრებით ცუდი შედეგები შეიძლება მოიტანოს კრიზისის დროს დეზინფორმაციის გავრცელებამ, მაგალითად, პანდემიის ან სტიქიური უბედურებების დროს შეიძლება ადამიანებმა არაგონივრულად იმოქმედონ, მცდარი წარმოდგენები გაუჩნდეთ, რაც საბოლოო ჯამში მათთან კომუნიკაციას ართულებს და ზოგჯერ გამოუსწორებელი შედეგები დგება.ბევრი ყალბი ამბავი ვრცელდება არა მხოლოდ სოციალურ ქსელებში, არამედ მთლინად ინტერნეტში. ზოგჯერ, საკმაოდ რთულია მათი ამოცნობა. ამ პროექტში წარმოგიდგენთ Fake New-ის 2 მაგალითს, სადაც განვიხილავ, როგორ შეიძლება ამოვიცნოთ ყალბი ინფორმაცია.

გალერეა: