საზოგადოების და ინდივიდის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ხარისხიანი განათლების მიღება და შესაძლებლობები. ამ საკითხში უნდა გამოვყოთ თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიღწევა რასაც ,,ციფრული მოქალაქე" ჰქვია. საინტერესო იქნება კვლევის ჩატარება თუ რამდენად შეძლო თანამედროვე სასკოლო საზოგადოებამ გამხდარიყო გლობალური პროცესების მონაწილე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით.