(Canva საგანმანათლებლო სივრცეში IX-XI კლასებისთვის)პროექტის მიზანიპროექტი მიზნად ისახავს IX-XI კლასის მოსწავლეების ციფრული კომპეტენციების განვითარებას, Canva პლატფორმის გამოყენებით, ვიზუალური მასალის შექმნის, ციფრული მოქალაქეობის პრინციპების დაცვის და ეფექტური კომუნიკაციის უნარების გაღრმავებას. მოსწავლეები შეისწავლიან ციფრული პროდუქტების შექმნის სხვადასხვა ტექნიკას, გააცნობენ თემას სკოლის თემს (მშობლებსა და მასწავლებლებს) და გააცნობენ მათ მიერ მომზადებულ სასწავლო და საინფორმაციო მასალას.მონაწილეები- მოსწავლეები: პროექტის ძირითადი შემსრულებლები - მასწავლებლები: IT მასწავლებელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი – მენტორები - მშობლები: დამკვირვებლები და ჟიურის წევრები პრეზენტაციის დასკვნით ეტაპზე მთავარი აქტივობები 1. Canva-ს პლატფორმის შესწავლა – დიზაინის ელემენტების გამოყენება და თემატური პოსტერების შექმნა 2. ინტერაქტიული ტესტებისა და თამაშების გენერაცია– სასწავლო თამაშების შექმნა კონკრეტული საგნების მიხედვით 3. პროექტების პრეზენტაცია– გუნდური ნამუშევრების წარდგენა მშობლებისა და მასწავლებლების წინაშე 4. ციფრული მოქალაქეობის პრინციპების სწავლებ – უსაფრთხოებისა და ეთიკის პრინციპების გაცნობა მოსალოდნელი შედეგებიპროექტის მონაწილეები:- განავითარებენ ვიზუალური დიზაინის უნარებს - გაიუმჯობესებენ ციფრული მოქალაქეობის ცოდნას - შეიმუშავებენ სასკოლო და მშობლებთან კომუნიკაციისთვის გამოსადეგ პროდუქტებს - გააძლიერებენ გუნდური მუშაობის და შემოქმედებითი აზროვნების უნარებს.