background

სიმეტრია და პარალელური გადატანა ხელოვნებაში

ავტორი:
მერი ნებიერიძე
აქტივობა:
ტექნოლოგიური ტრენინგი პედაგოგებისთვის
აქტივობის მიღება:
2024 წლის ზამთარი
აქტივობის ტიპი:
მასწავლებლის ტექნოლოგიური ტრენინგი
მიმართულება:
ციფრული მოქალაქეობა
STEM განათლება შესაძლებლობას აძლევს ბავშვს ექსპერიმენტში მიიღონ მონაწილეობა, დაუშვან შეცდომები და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გამოიტანონ დასკვნები. კრიტიკული აზროვნება, ლოგიკური ანალიზი და პროექტზე დაფუძნებული სწავლება ქვაკუთხედია STEM განათლებაში. იგი იწვევს ცნობისმოყვარეობას, რაც სასწავლო პროცესს მხიარულს, აქტიურს და მუდმივს ხდის. თემა აქტუალურია რადგან აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შესაძლოა საკუთარ თავში განსაკუთრებული უნარები აღმოაჩინონ და მათი შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას ხელი შეუწყოს. სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებს სხვადასხვა თემის გავლის დროს უწევთ პროგრამა geogebra-ს გამოყენება მასწავლებლის ჩართულობით. ასევე შემდეგი წლების განმავლობაში აქტიურად გამოიყენებენ desmos-ს მეშვეობით სხვადასხვა ფუნქციების წარმოდგენას. ორივე პლატფორმა ამარტივებს მასალის გააზრებას, თვალსაჩინოს ხდის თემას გრაფიკების აგების, სივრცული ფიგურების ბრუნვის, კვეთის ჩვენების და სხვა უამრავი შესაძლებლობით. მოცემული პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ნახავენ რა როლი უჭირავს მათემატიკას (კერძოდ სიმეტრიასა და პარალელურ გადატანას) ხელოვნებაში. ამოიცნობენ საკუთარ გარემოში სიმეტრიულ და პარალელური გადატანით მიღებულ ობიექტებს და საკუთარ ნამუშევარს წარმოადგენენ geogebra-ს ან desmos-მეშვეობით. რაც მათ ამ ორ პროგრამაში მუშაობის უნარებს განუვითარებს.

გალერეა: