background

მედია და ინფორმაციული წიგნიერება

ავტორი:
თამთა გობოზაშვილი
აქტივობა:
ტექნოლოგიური ტრენინგი პედაგოგებისთვის
აქტივობის მიღება:
2024 წლის ზამთარი
აქტივობის ტიპი:
მასწავლებლის ტექნოლოგიური ტრენინგი
მიმართულება:
ციფრული მოქალაქეობა
პროექტი განკუთვნილია საბაზო საფეხურის, კერძოდ მერვე კლასის მოსწავლეებისთვის; თემა არის მედია და ინფორმაციული წიგნიერება -რომელიც მოიცავს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს, კერძოდ რა არის მედია, რა ტიპის ინფორმაცია არსებობს, რამდენად მნიშვნელოვანი წყაროა მედია ჩვენთვის და რა გავლენას ახდენს იგი, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; რა არის ყალბი ინფორმაცია, რა საფრთხეებს შეიცავს იგი, რომელიც ხშირად მომდინარეობს როგორც ტრადიციული ისე სოციალური მედიიდან. ეს ის საკითხებია, რომელსაც მოიცავს პროექტი და მიზნად ისახავს მოსწავლეებში ინფორმაციული ცნობიერების ამაღლებას.

გალერეა: