ტექნოლოგიური ტრენინგი პედაგოგებისთვის
ტრენინგი ტარდება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ჯეოლაბთან პარტნიორობით. ტრენინგის მიზანია, პედაგოგების აღჭურვა ისეთი უნარებით, რომლებიც მათ დაეხმარება ციფრული ტექნოლოგიების და ინტერნეტის უსაფრთხო, პასუხისმგებლობიან და ეფექტურ გამოყენებაში.
პროგრამის მსვლელობისას პედაგოგები გაეცნობიან სწავლა-სწავლების პროცესისათვის საჭირო ტექნოლოგიურ რესურსებს, საერთაშორისო პლატფორმებს, შეისწავლიან ტექნოლოგიურ საგანმანათლებლო ხელსაწყოებს. ასევე, პედაგოგები, ტრენინგის ფარგლებში გაეცნობიან ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს და მისი გამოყენების პრაქტიკულ მაგალითებს.
ტრენინგი მოიცავთ შემდეგ საკითხებს:
- მასწავლებლის, როგორც რესურსის შემქმნელის როლის განსაზღვრა
- სწავლა-სწავლების პროცესში ახალი საგანმანათლებლო რესურსების შექმნისა და გაზიარების აუცილებლობის გააზრება;
- რესურსები რომლის გამოყენებითაც შეუძლიათ ჩატბოტის შექმნის
- რა არის ხელოვნური ინტელექტი: მუშაობის პრინციპები, შესაძლებლობები;
- ხელოვნური ინტელექტის ტიპები და მათი გამოყენების სფეროები: როგორ გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა ინდუსტრიაში, მათ შორის განათლებაში;
- ხელოვნური ინტელექტის გამოწვევები: რა უნდა გავითვალისწინოთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას;
- ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკული მაგალითები: საგაკვეთილო გეგმაზე მუშაობა, დავალების პირობის შედგენა, განმავითარებელი შეფასება.
ტექნოლოგიურმა პროგრესმა და კერძოდ, ინტერნეტმა ჩვენი ცხოვრება უდავოდ გაამარტივა - ნებისმიერ ინფორმაციას სწრაფად ვპოულობთ, გადავცემთ და ვიღებთ. თუმცა, ინფორმაციის ინტერნეტში მოძიებას და გაცვლას თან სდევს კიბერსაფრთხეები, რომლებიც თქვენი მოწყობილობისა და მასში დაცული პირადი ინფორმაციისთვის რისკებს შეიცავს. სწორედ ამიტომ, პროგრამის მეორე ნაწილში მასწავლებლები იმუშავებენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
- კიბერსაფრთხეების ძირითადი ასპექტების გამოკვეთა, პროგრამული საფრთხეების მახასიათებლების და თავდაცვის მექანიზმების პედაგოგებისთვის გაცნობა;
- ინტერნეტთაღლითობის ძირითადი ასპექტების, თავდაცვის მექანიზმების და შესაბამისი სასწავლო ინსტრუმენტების გაცნობა;
- კიბერბულინგის შესახებ წინარე ცოდნის გააქტიურება, მისი მახასიათებლების, ჩართული მხარეების და ძირითადი არხების გამოკვეთა, ასევე, პრევენციის და რეაგირების გზების გაცნობა;
- ტროლების და ბოტების ფენომენის გაცნობა, მათი მოქმედების მიზნების და მახასიათებლების გამოკვეთა.
რეგისტრაციის ინსტრუქცია:
- თავდაპირველად გაიარეთ რეგისტრაცია ვებგვედზე https://civicstech.ge/ (იმ შემთხვევაში თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, თქვენი იუზერით და პაროლით შედით სისტემაში),
- ვერიფიკაციისა და ავტორიაზაციის შემდეგ კი გაიარეთ რეგისტრაცია უშუალოდ ტრენინგზე https://civicstech.ge/activity/6/37
რეგისტრაციისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დაიხმარეთ ვიდეო ინსტრუქცია https://youtu.be/atk44kxBrA4?feature=shared
ტრენინგის განრიგი:
12 დეკემბერი (ხუთშაბათი)
- ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სამუშაო პროცესში 17:00 - 19:00 სთ.
13 დეკემბერი (პარასკევი)
- სესია პირველი- ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსები - საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მოკლე ისტორია, ქართული საგანმანათლებლო რესურსები 17:00 - 19:00 სთ.
- სესია მეორე - ციფრული მოქალაქეობა - კიბერუსაფრთხოება და კიბერჰიგიენა, კიბერბულინგი 19:00 - 21:00 სთ.
14 დეკემბერი (შაბათი)
- სესია პირველი - ციფრული მოქალაქეობა - მედია და ინფორმაციული წიგნიერება 16:00 - 18:00 სთ.
- სესია მეორე - ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსები - მასწავლებელი როგორც შინაარსის შემქმნელი, საგანმანათლებლო რესურსების შესაქმნელი პლატფორმები 18:00 - 20:00 სთ.
16 დეკემბერი (ორშაბათი)
- მასწავლებლების მიერ შემუშავებული პროექტების პრეზენტაცია 19:00 - 21:00 სთ.
გთხოვთ გაითვალისწინეთ:
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ კერძო სკოლების პედაგოგებს.
მონაწილეობა უფასოა, ადგილები კი შეზღუდული
მონაწილეების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმის მიხედვით: რეგისტრაციის რიგითობა
სამუშაო ენა: ქართული
ჩატარების ადგილი: ონლაინ, Google Meet (ჯეოლაბი უზრუნველყოფს, რეგისტრაციისა და შერჩევის შემდეგ, მონაწილეებისთვის შესაბამისი განრიგის და ბმულების მიწოდებას)
მნიშვნელოვანია გქონდეთ წვდომა ინტერნეტთან
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 9 დეკემბერი 23:00 საათ